ღმერთო cover art

ღმერთო

george javakhishvili george javakhishvili

Criado em nov 27, 2025

Letras

უფალო იესუ ქრისტე,
მაცხოვარო ჩვენო,
გულის კარს გიღებთ,
მობრძანდი მხსნელო.

და მოგვეც მადლი შენი,
ნათელო ჩვენო,
შენ თავად ხარ ნუგეში
და შენ ხარ ჭეშმარიტება.

დედაო ღმრთისავ, წმიდაო დედავ!
მოგვმადლე კალთა შენი წყალობისა!

რომ შენი კალთით დაფარულ სულთა
ვპოვოთ სიმშვიდე სულთა ჩვენთა.

უფალო ღმერთო, გვარიდე ცოდვას!
და თუ შევცოდეთ, უღირსთა შვილთა,
მოგვმადლე ყველას
მონანიება!

მოგვმადლე ძალი დღეს სულთა ჩვენთა,
გზანი გვიჩვენე ზეცისკენ სვლისა!

წმინდა მარიამ, დედაო ღმრთისავ,
გულით შეგვედრებთ, უღირსთა ხმითა,

გვიოხე ჩვენდა წინაშე ღმრთისა,
ღმრთისა ჩვენისა- შენისა ძისა!

რომ მოვიპოვოთ ნუგეში წმინდა,
სულის სიმშვიდე და რწმენა კლდისა!

მოგვმადლე მადლი
ძალითა ღმრთისა,
ნუგეშო ჩვენო,
დედაო ღმრთისავ!